„რწმენისა და რელიგიის თავისუფლება“ - მელაურის საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა საინტერესო თემაზე იმუშავეს
09-11-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „რწმენისა და რელიგიის თავისუფლება“ იმუშავეს და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის - ლიანა პატარიძისა და სპეციალური მასწავლებლის - ნათია ივანიაძის დახმარებით შექმნეს რესურსი და საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.

სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საინტერესო სასწავლო პროცესისთვის მადლობას უხდიან.

„დიდი მადლობა მათ ასეთი საინტერესო, კრეატიული აქტივობისა და რესურსისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203