„ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის მათი მოსმენა“- საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა ლომაია
09-11-2022
„პედაგოგის პროფესია უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ თითოეულ მოსწავლეს სიკეთე ასწავლო“ - ეს სიტყვები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ ირმა ლომაიას ეკუთვნის. მისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია მოსწავლეთა წარმატებაა.
კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ირმა ლომაიასთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- სრულყოფილება არ არსებობს, ყოველთვის შეგიძლია უკეთ გააკეთო და განვითარდე.
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ თითოეულ მოსწავლეს სიკეთე ასწავლო, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებისას საკუთარი მაგალითი აჩვენო.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- მათი მოსმენა და გადაწყვეტილების ერთად მიღება.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- თუ შენს ვალდებულებებს ყოველდღე პირნათლად შეასრულებ, აუცილებლად იქნები წარმატებული.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- ფეხი აუწყო თანამედროვე მოთხოვნების ხშირ ცვლილებას, თუმცა მაქსიმალურად ვაკეთებ, რაც შემიძლია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს