რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
09-11-2022

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

მოსწავლეები „ანბანის შემობრძანებას“ ხალისით შეხვდნენ. პედაგოგმა მათ მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა და პატარები სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობაში ჩართო. 

მოსწავლეები აქტივობებში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ანბანის სწავლას მონდომებით შეუდგნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203