ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები მართლწესრიგის შესახებ ჩატარებულ მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ
09-11-2022
ქუთაისის N37 საჯარო სკოლა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მიძღვნილ კამპანიებსა და ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს.

ამჯერად სასკოლო საზოგადოება შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებით კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას"  შეუერთდა, რომლის  ფარგლებში, ქუთაისში 7 ნოემბერს  ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ჩატარდა.

ღონისძიებაზე მისული ახალგაზრდა თაობა  გაეცნო: საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერეს აღნიშნული დანაყოფების სპეცტექნიკა და აღჭურვილობა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203