ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით კახეთს ესტუმრნენ
09-11-2022

სასკოლო ცხოვრებაში ექსკურსიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ამ მხრივ არც თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაა გამონაკლისი.

5 ნოემბერს, მე-9, მე-11 კლასის მოსწავლეები, პედაგოგებთან და მშობლებთან, ერთად ეწვივნენ საქართველოს ულამაზეს კუთხეს - კახეთს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსია საგანმანათლებლო ხასიათის იყო, ჰქონდა დიდი სასწავლო-შემეცნებითი დატვირთვა, განსაკუთრებით მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის.

ისინი მუშაობდნენ პროექტზე - „ქართველი რომანტიკოსები“. პროექტის ბოლო აკორდი იყო წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სტუმრობა.

მოსწავლეები ლიტერატურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობით დახუნძლულები დაბრუნდნენ თიანეთში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203