„ქართველი რომანტიკოსები“- თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
09-11-2022
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნანი ჩეგიანთან ერთად, ლიტერატურული საღამო „ქართველი რომანტიკოსები“ გამართეს. 

ლიტერატურული საღამოს უმეტესი ნაწილი ლექსების მხატვრულ კითხვას დაეთმო. მონაწილეებმა პოეტების ეპოქის შესაბამისად, სპეციალურად შერჩეული ტანისამოსიც მოირგეს.  

მონაწილეებმა, სცენის მთავარ დეკორაციად სასანთლე, ტანსაცმლის ძველი საკიდი და ქართული კალიგრაფიით გაფორმებული პლაკატები გამოიყენეს.  

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლისთვის ლიტერატურული საღამო განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მსგავს საინტერესო საღამოებს მომავლშიც მოაწყობენ.  

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203