წყალტუბოს N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, გზამკვლევი და ტურისტული ცნობარები შექმნეს
09-11-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, მე-9 და მე-9 მოსწავლეებმა საგანში საქართველოს გეოგრაფია კომპლექსური დავალება - „მტირალას ეროვნული პარკი“ შეასრულეს. 

მათი პროდუქტი გზამკვლევი და ტურისტული ცნობარები იყო. მათ მიერ შესრულებული საგანმნათლებლო რესურსები გამოყენებული იქნება გაკვეთილებზე თვალსაჩინოებად, საავტორო უფლებების დაცვით.

„ახალი სკოლის მოდელმა ახალი გამოწვევა მოიტანა, ეს არის კომპლექსური დავალება,რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ნამუშევრის წარდგენაა.თავის ნამუშევარში მოსწავლე საუბრობს იმაზე რა სტრატეგიები გამოიყენა და ამასთანავე, ახდენს თავისი კვლევის გასიტყვებას.დიდი პასუხისმგებლობით და რუდუნებით შესრულებული გზამკვლევები და ტურისტებისათვის შექმნილი საცნობარო მასალები
მადლობამოსწავლეებს, მშობლებს და დამრიგებელს თამუნა მიქაუტაძეს მხარდაჭერისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203