ზუბის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა არჩილ სულაკაურის მოთხრობის გაგრძელების მათეული ვერსია დაწერეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორინეტირებული აქტივობები ხორციელდება.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარიკა ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, არჩილ სულაკაურის მოთხრობის - „ბიჭი და ძაღლი“ გაგრძელების მათეული ვერსიები წარადგინეს.
აქტივობაში მეექვსეკლასელები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, ნამუშევრები მოამზადეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„სკოლა მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს. გვჯერა, რომ ეს ბავშვები მომავლის კეთილ თაობას შექმნიან“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: