კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სოციალური კამპანიის ფარგლებში, საინტერესო პროექტი განახორციელეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლა სოციალურ კამპანიაში - „გადაიღე სუფსა“, ჩაერთო. ის მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსების უკანონო ადგილების აღმოჩენას გულისხმობს.
მოსწავლეები პროექტის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს.
„რადგანაც ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ბჟუჟი, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, პროექტი განვახორციელეთ მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: