ოლავერდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
09-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ბავშვები სხვადასხვა საგნებში ცოდნას სახალისო აქტივობების მეშვეობით იღრმავებენ.
ამჯერად, ბავშვებისთვის ძალზედ საინტერესო გამოდგა ისტ-ის გაკვეთილი. მოსწავლეებმა გაკვეთილის დროს შემოდგომა დახატეს და ამით საგანში საკუთარი უნარები უფრო დახვეწეს.
აღსანიშნავია, რომ თითოეული პედაგოგი ორიენტირებულია, მოსწავლეებს ისეთი სასწავლო პირობები შეუქმნას, სადაც ბავშვები განათლებას საფუძვლიანად მიიღებენ.