„ოქროსფერი შემოდგომა“ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში - მეექვსეკლასელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს
09-11-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება თემაზე - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩაატარეს.

ბავშვებმა თემის ფარგლებში საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს და ღონისძიებაზე წარადგინეს. მოსწავლეებმა ასევე შექმნეს:  ნახატები, კედლის გაზეთი, ფოტო  და ვიდეო კოლაჟი.   

ღონისძიებას ბიოლოგიის მასწავლებელი დალი გოგლიძე ხელმძღვანელობდა.

„ამბობენ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო, მაგრამ განსაკუთრებული სილამაზით შემოდგომა გამოირჩევა.  წელიწადის დროების  დახასიათებისას  შემოდგომას ასე აღვწერთ: თბილი ფერები, ფოთოლცვენა, ბუნების   გაფერადება“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203