საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პირველკლასელებს მასწავლებელმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
09-11-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

„ანბანის შემობრძანება“ საკმაოდ საინტერესოდ და სახალისოდ აღინიშნა.

კლასის ხელმძღვანელმა ედიტა კანკიამ მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა. მათ მრავალფეროვანი, სახალისო, საინტერესო აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა და საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია. 

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი აქტივობები შემეცნებით და ინტელექტუალურ თემებს მოიცავდა.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„კახათის სასულიერო გიმნაზიაში „ანბანის შემობრძანება“ საკმაოდ საინტერესოდ და სახალისოდ აღნიშნეს, წარმოდგენილი აქტივობები შემეცნებით და ინტელექტუალურ თემებს მოიცავდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203