თბილისის N190 საჯარო სკოლის მოქალაქეობის კლუბის წევრები პარლამენტარს შეხვდნენ
09-11-2022
თბილისის N190 საჯარო სკოლის მოქალაქეობის კლუბის წევრები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ.
ისინი პარლამენტარ გია ვოლსკის შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოქალაქეობის კლუბის ხელმძღვანელი ქეთევან ჭელიძეა.
„ბატონმა გიამ უპასუხა სტუდენტებისა და მოსწავლეების კითხვებს. შეხვედრა საინტერესო ვითარებაში მიმდინარეობდა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობენ მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებასდა სწავლის მოტივაციის ამაღლებას“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს