„ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია მათი სურვილების გაგებაა“- იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ ბერძენაშვილი
09-11-2022
რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია? კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე  პასუხს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორის მ/ შ ნოდარ ბერძენაშვილთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- იმის გამო რომ საქართველოს დემოგრაფია ცუდია და გასულ წელს სიკვდილიანობამ გადაამეტა შობადობას ხშირად ვამბობ: ქართველს, რომ შეეძლოს ნახევარ ბავშვს იყოლიებდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- დედაჩემი მათემატიკის პედაგოგი იყო, მისი გავლენით პედაგოგის პროფესია ყველაზე კარგ პროფესიად მიმაჩნია, ამას ემატება ბავშვების სიყვარული.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მათი სურვილების გაგება, პრობლემების მოწესრიგებაში დახმარება, მათში თანასწორობის განცდა და სხვა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- მომხდარი ფაქტის ცივი გონებით განსჯა (მოქმედებაში აუჩქარებლობა).

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- სასურველ შედეგზე გასვლა.

- მოტივაციას მაძლევს...

- ბავშვების სიყვარული.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- წესრიგია, XII კლასელები დადიან სკოლაში და მშობლები აქტიურად გვეხმარებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203