მაღლაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგების ჩატარებულ გაკვეთილებს ექსპერტ-ქოუჩი დააკვირდა
09-11-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგთა ჩატარებულ გაკვეთილებს ექსპერტ-ქოუჩი დააკვირდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსპერტ-ქოუჩმა, იაგო ბალანჩივაძემ დაწყებითი კლასების მონიტორინგი კითხვასა და მათემატიკაში განახორციელა.
კითხვის გაკვეთილები - ლამარა კვერნაძემ და ინგა დარსაველიძემ ჩაატარეს, ხოლო მათემატიკის - ბელა ჟორჟოლიანმა და ირმა კუპრაშვილმა.
მასწავლებლებმა გაკვეთილებზე საინტერესო და სახალისო აქტივობები გამოიყენეს.
გაკვეთილების გარჩევის შემდეგ ჩატარდა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა თემაზე - „მდგრადი განვითარება განათლებაში“, რომელსაც უძღვებოდა ლამარა კვერნაძე. დასასრულს მასწავლებლებმა გამოთქვეს მოსაზრებები ამ საკითხისადმი და სამომავლო აქტივობები დასახეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს