თბილისის N167 სკოლის ხუთი მოსწავლე izrune.ge-ს ოქტომბრის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით შესრულებისთვის დიპლომით დაჯილდოვდა
თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ელენე გულორდავა, ზურაბ პაპავა, ანიტა მესხია, გიორგი ხუჭუა და გაბრიელ მესხია მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge-ს აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ და განმავითარებელ ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებენ.
ისინი „იზრუნე.ჯი“-ს დიდი ოჯახის წარმატებული და ბეჯითი წევრები არიან. მოსწავლეები
izrune.ge-ს ოქტომბრის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის ოქროსა და ბრინჯაოს დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: