მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ზეიმი გაიმართა.
მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი, მოადგუღეს თათარა. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: