დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში შაშსა და ჭადრაკში შიდასასკოლო ოლიმპიადა გაიმართა
09-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში სხვადახვა საინტერესო აქტივობა ხორციელდება. 

ამჯერად, სკოლაში შიდასასკოლო ოლიმპიდა შაშსა და ჭადრაკში გაიმართა. მასში მე-6 ,მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

შეჯიბრის შედეგად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, მათ სიგელები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203