„სიკეთე გადამდებია“- მერეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშირად ახორციელებენ.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თამარ იორამაშვილთან ერთად, საქველმოქმედო პროექტი „სიკეთე გადამდებია“ განახორციელეს.
მეათეკლასელები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი პროდუქტი გაყიდეს და შეგროვებული თანხა გადასცეს პატარა ბავშვის, ნოეს ოჯახს, რომელიც მკურნალობას გადის თურქეთის კლინიკაში.
იხილეთ ფოტოები: