საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გიორგის სახელობის კახათის სასულიერო გიმნაზიის მესამეკლასელებმა I კომპლექსური დავალება წარმატებით შეასრულეს
09-11-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გიორგის  სახელობის კახათის სასულიერო  გიმნაზიაში საინტერესო და შემეცნებით კომპლექსურ დავალებებზე ბავშვები აქტიურად მუშაობენ.

ამჯერად, მესამე კლასში საგნებში - ბუნება და მუსიკა კომპლექსური დავალება ჩატარდა. კომპლექსური დავალება, როგორც თეორიული ცოდნის ანალიზს, ასევე პრაქტიკულ სინთეზს მოიცავდა.

კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა მოდელი - „მზის ოჯახი“ შექნეს. ასევე სპექტაკლი - „სიცოცხლე დედამიწაზე“ განახორციელეს.

აუცილებლად აღსანიშნია, მიუხედავად ამ კლასში პირველი კომპლექსური დავალებისა მოსწავლეებმა თითოეული დავალება და აქტივობა დიდი წარმატებით წარადგინეს.

ნიჭიერი და გულმოდგინე მოსწავლეების პედაგოგები კი თამუნა ხუფენია და იზა მანია გახლავთ, რომელთა ხელმძღვანელობითაც ბავშვებმა პირველი კომპლექსური დავალება წარმატებით დააგვირგვინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203