„ჯანსაღი გარემო ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“- ვაზიანის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
09-11-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ მიმდინარეობს. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბიოლოგიის მასწავლებელმა ფიქრია ლოხიშვილმა საინფორმაციო შეხვედრა - „ჯანსაღი გარემო ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია", ჩაატრა. ღონისძიებას საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული ისეთი გლობალური საკითხები განიხილეს, როგორიცაა გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები და ფაქტორები, ადამიანის როლი გარემოს დაბინძურებაში. პრეზენტაციის შემდეგ, უჩვენეს ვიდეორგოლიც.  

პროექტი„ ჯანსაღი ცხოვრების წესი“ სკოლაში 31 დეკემბამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. 

„მოსწავლეებმა გაიგეს, რომ გარემოს დაბინძურებამ შესაძლოა დედამიწას და ადამიანებს დიდი ზიანი მიაყენოს. განადგურდეს უამრავი ცოცხალი ორგანიზმი და გამოიწვიოს ეპიდემიები. ამიტომ აუცილებელია გარემოს დაცვა გაფრთხილება და სისტემატიური დასუფთავება. ღონისძიება ემსახურებოდა ინფორმირებულობას და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“,- ვკითხულობთ დირექციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203