საგვაზავოს საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
09-11-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, მათ საშემოდგომო აქტივობები გამართეს. 

პროექტის ფარგლებში, ყველა კლასში მოეწყო შემოდგომის კუთხე. კლასის დამრიგებლების ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა კომპიზიცია - მინი-სპექტაკლი, ლექსები შემოდგომაზე, სიმღერები, სადღეგრძელოები, ნახატები, ლამაზი კალიგრაფიის ნიმუშები, რომლებიც ასევე შემოდგომას ეხებოდა.

ჟიურის წევრებმა ყველა ოთახის დათვალიერების შემდეგ, შესაბამისი ნომინაციები მიანიჭეს და კლასებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს.

ღონისძიების ორგანიზატორი შორენა კუჭუხიძე იყო, რომელსაც სიგელი გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203