გუბისწყლის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
09-11-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას მიუძღვნეს ღონისძიება და დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური საღამო აჩუქეს. ორგანიზატორი კი მუსიკისა და ხელოვნების უფროსი მასწავლებელი მარინა ომანაძე გახლდათ.
საშემოდგომო ღონისძიებაში სხვა კლასების მოსწავლეებიც ჩაერთნენ, რამაც საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგები და საპატიო სტუმრები: დეკანოზი ჩხიკვაძე და გიორგი კვერნაძე, რომელთაც მიულოცეს ბავშვებს აღნიშნული დღე და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს