თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
თბილისის N208 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ლამაზი და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული საზეიმო ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, მე-21 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი ნანა ჭუმბურიძე გახლავთ შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს.
ნიჭიერმა მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარსდგნენ.
„მოკრძალებულად შეხვდნენ შემოდგომის ფერადოვნებას „ხილთა ქებით“, ლექსებით, ლამაზი სიმღერითა და თავიანთი პატარა ხელებით შექმნილი ნამუშევრებით ჩვენი მე-21 კლასის გოგო - ბიჭები. დღე იყო თბილი და მზიანი, განწყობა კი - ხალისიანი და ამაღლებული“, - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: