შაუმიანის N1, N2, N3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმს ესტუმრნენ
16-04-2018
დაბა შაუმიანის N1, N2, N3 საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები დედა ენის კვირეულის ფარგლებში წერაქვში, მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმს ესტუმრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს გიდობა მუზეუმის დირექტორმა, ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ წულეისკირის შვილიშვილმა გაუწია.
სკოლის აღსაზრდელებმა წერაქვში უძველესი სამონასტრო კომპლექსი, მე-13 საუკუნის კულტურის ძეგლი დაათვალიერეს.
დღის ბოლოს, კი მოსწავლეებმა მუზეუმის ეზოში მოწყობილი ამფითეატრის სცენაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ექსკურსია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის - „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება" კონსულტანტ–მასწავლებლის მადონა ესაკიას ინიციატივით მოეწყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“