თბილისის N208 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საშემოდგომო აპლიკაციები შექმნეს
09-11-2022
თბილისის N208 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომას მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული საზეიმო გაკვეთილი - „ნაირფერი შემოდგომა“ მიუძღვნეს.
Iბ კლასის დამრიგებელმა, თამარ კეკელიძემ თავის მოსწავლეებთან ერთად, მშობლების ჩართულობითა და დახმარებით შემოდგომის აპლიკაციები შექმნეს.
საკლასო სივრცეში მოეწყო ბავშვების ნამუშევრების გამოფენა. საზეიმო გაკვეთილზე ისაუბრეს შემოდგომაზე, წაიკითხეს ნესტან კუპრავას მოთხრობა - „როგორ გააფერადა ციყვმა ცარომ შემოდგომა“.
„მხიარული, ნაირფერი, ბარაქიანი შემოდგომა შემობრძანდა Iბ კლასში. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააფერადეს შემოდგომა ნაირფერი ფერებით“, - აღნიშნეს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს