დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიულ კოლეჯს ესტუმრნენ
09-11-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მომავალ პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში პროფესიული სააგენტოს დაფინანსებით კოლეჯი - „ოპიზარი“ ქვეპროგრამას - „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარება“ ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი - „სამკურნალო მცენარეების დამზადება“ მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ კოლეჯი " ოპიზარის" სასწავლო დაწესებულებაში ექსკურსიაზე. ბავშვებმა კოლეჯში არსებული პროფესიები გაიცნეს, დაათვალიერეს სასწავლო გარემო, როგორც თეორიული კურსების კლას-კაბინეტები, ასევე პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სახელოსნოები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს