ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მუზეუმს ეწვივნენ
09-11-2022
აკაკი წერეთლის სახელობის ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ყოველთვის მრავალფეროვან და დასამახსოვრებელ პროგრამებსა და პროექტებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლისა და ქობულეთის მუზეუმის ერთობლივი ძალისხმევით საგანმანათლებლო პროგრამა - „სკოლა და მუზეუმი, მემკვიდრეობა გვაერთიანებს“ მომზადდა.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საგანი მე და საზოგადოებისა და სხვა საგნების პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ინტეგრირებულ ფორმატში მუზეუმის არაფორმალურ გარემოში უმასპინძლონ.

ამჯერად, IV კლასის მოსწავლეები საგნის მე და საზოგადოების ფარგლებში მუეზუემს ეწვივნენ. გაეცნენ დაცულ სიძველეებს, დაათვალიერეს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი ნათია ნემსაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203