„ოქროსფერი შემოდგომა“ ოროჯალარის საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება გამოფენასა და ღონისძიებაზე წარმოადგინეს
09-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, 3 ნოემბერს გამოფენა და ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს.
ჟიურის წევრებმა ბავშვების ნამუშევრები შეაფასეს და 3 გამარჯვებული გამოავლინეს, რომელთაც საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილე დანარჩენი ბავშვები კი მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები ასევე დამსწრე საზოგადოების წინაში ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ავტორები მეთორმეტეკლასელები და მათი დამრიგებელი, ინგლისური ენის მასწავლებელი ვარტუი ნორსოიანი გახლდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს