დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარა ელოიანმა საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებას მიაღწია
09-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში დიდი წარმატებით ერთვებიან. 

ერთ-ერთი ასეთი მერვე კლასის მოსწავლე, თამარა ელოიანია, ის „კინგსის“ 2022 წლის გაზაფხულის სეზონის მათემატიკისა და ინგლისური ენის ტესტირებაში მონაწილეობდა, მან შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა. შედეგად კი, მათემატიკაში მე-2 ხარისხის, ხოლო ინგლისურ ენაში მე-3 ხარისხის დიპლომი მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ თამარა ელოიანი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა. 

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203