გეჯეთის საჯარო სკოლის მეორეკლასელები იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
09-11-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან ადამიანებს ყოველთვის განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

მათ შორის, სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი კვირეული გაიმართა, რომელიც აქტიურად გრძელდება.

ამჯერად, პედაგოგების წინაშე ნიჭიერი მეორე კლასის მოსწავლეები საკუთარი შემოქმედებით წარდგნენ და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

მეორეკლასელებმა მწერლის შესახებ თემატური ნამუშევრები შექმნეს და ჯილდოდ, სიგელები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი მარი სიხარულიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203