ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა, გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, ეკო-ანბანი შექმნეს
09-11-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან გარემოსდაცვით აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში რთავენ.
ამჯერად, სკოლის მე-6ა კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი მ. სართანია) მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის- „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „შექმენი ეკო-ანბანი“, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნისა და უნარების განვითარებას.
მე-6ა კლასის მოსწავლეებს - ბარბარე კორძაიას, ნატალი ცნობილაძეს და ნია ტოფაძეს საუკეთესო ნამუშევრებისთვის გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები.
მათ წარმატებით შეძლეს ქართული ანბანის თითო ასოს შესაბამისი ეკო-სიტყვის და გარემოზე მზრუნველი გზავნილი მოფიქრება და ნახატებით გაფორმება. მე-6ა კლასის მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები გააცნეს სასკოლო საზოგადოებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს