განძის N2 სკოლის XII კლასის მოსწავლე არშაკ ლულუკიანმა ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა
09-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე არშაკ ლულუკიანმა სპორტულ წარმატებას მიაღწია. 

მან ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების ამირან მაისურაძის და შოთა კიკაბიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ჭაბუკებს შორის, 55 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. 

მოსწავლემ ღირსეულად იასპარეზა და მისი შედეგიც შესაბამისი იყო. 

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ვამაყობთ, რომ ასეთი ჩემპიონი მოსწავლე გვყავს.
სკოლას ულოცავს მოჭიდავეს, უსურვებს მომავალ წარმატებასა და წინსვლას სპორტულ სამყაროში. 
გაცნობებთ, რომ ის, ზაფხულში, იტალიის დედაქალაქ რომში, 17 წლამდელთა შორის გამართულ შეჯიბრში მონაწილეობდა და ასევე, ასპარეზებდა მსოფლიოს ჩემპოინატზე თავისუფალ ჭიდაობაში 51კგ. წონით კატეგორიაში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203