თბილისის N72  სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და მის საფლავზე ლექსები წაიკითხეს
09-11-2022

თბილისის N72 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები, პედაგოგებთან ნათია ჩაჩანიძესა და დალი სარჯველაძესთან ერთად, მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ.

მათ ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს, მისი ლექსები წაიკითხეს და ბიოგრაფიული შტრიხები გაიხსენეს. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ვიზიტმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

„1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა ყვარელში...1907 წელს ვერაგულად მოკლეს და დასაჯეს სამშობლოს სიყვარულისთვის... ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოკლავდნენო... დიახ, ალბათ... მაგრამ არ შეუძლიათ. საქართველო ცოცხალია და სანამ ცოცხალია, ილიაც ცოცხალი იქნება. მიზანი მიღწეულია - მოსწავლეებმა ახლა უკვე ზუსტად იციან, თუ ვინ იყო ილია მართალი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203