„აბო-თბილისის მფარველი წმინდანი“- თბილისის N72 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
09-11-2022

თბილისის N72 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

თავის მხრივ, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ასრულებენ. ამჯერად, მე-10 კლასში პრეზენტაცია თემაზე - „აბო - თბილისის მფარველი წმინდანი“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა საკითხის გარშემო დეტალურად ისაუბრეს, საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს და საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოკვეთეს. 

„მადლობა პედაგოგებს - მაკა ფორჩხიძე-ფურცელაძეს, ელისო გუგულაშვილს და მე-10 კლასის შრომისმოყვარე, აქტიურ, სწორად მოაზროვნე და გონიერ მოსწავლეებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203