წერაქვის საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს საგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდა
09-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლაში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული აღინიშნა.
სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, კლასის დამრიგებლებმა ჩაატარეს მედიაწიგნიერების შესახებ გაკვეთილი თემაზე - „როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ჭეშმარიტი და ცრუ ინფორმაციები“.
მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია მედიაწიგნიერების კვირეულის შესახებ, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა, მათ ასევე შექმნეს პოსტერი, რომელიც გააფორმეს სტიკერებით. მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაცია განიმტკიცეს და პლაკატზე გადმოიტანეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს