აწყურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
09-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას და მათი ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენა-წახალისებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსში რთავენ. 

სკოლაში ტრადიციულად ჩატარდა პროექტის - „რა? სად? როდის?“ 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონი, რომელიც ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სკოლის ინტელექტუალთა გუნდი დაკომპლექტდა მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებით.

როგორც ყოველთვის თამაში ინტელექტუალურად დაძაბულ, კონკურენტულ გარემოში წარიმართა.

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონზე - „ბრძენი ბუს“ მფლობელი მე-10 კლასი გახდა.

„სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს და მადლობას უხდის ქალბატონ ელენე ლურსმანაშვილს პროექტის ორგანიზებისა და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203