გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა და პროექტი იმართება.
პროექტი - „სკოლები, როგორც სოციალური მოდელი-გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე“ წარმატებით დასრულდა. მასში მე-8 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნინო ბაციაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ.
ისინი პროექტის მიმდინარეობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგს წარმატებას უსურვებენ.
„კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დასრულდა.
კმაყოფილი მოსწავლეები, მოტივირებული ხელმძღვანელი, ამაყი სკოლა და მთლიანად სასკოლო საზოგადოება.
მადლობა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს, UNICEF GEORGIA-ს, ნორვეგიის მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
მადლობა შაშიანის საჯარო სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის და თქვენ, ჩემო მერვეკლასელებო.
კიდევ მრავალი წარმატება, მეამაყებით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: