დაბა ლენტეხის N1 სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ლიპარტელიანი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ნეაპოლში გამგზავრებით დაჯილდოვდება
09-11-2022

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლას წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს. 

ერთ-ერთი მათგანი გიორგი ლიპარტელიანი იმ 12 საუკეთესო პირველკურსელს შორის მოხვდა, რომლებიც შოთა არველაძისა და კომპანია Gulf Georgia-ს ერთობლივი გადაწყვეტილებით, იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაემგზავრებიან, ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდებიან და ნაპოლის თამაშს დაესწრებიან.

შერჩევის პრინციპი იყო აბიტურიენტობისას დაფიქსირებული საუკეთესო შედეგი. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული 12 სტუდენტი აერთიანებს საქართველოს ყველა კუთხეს, დედაქალაქ თბილისის და აფხაზეთის ჩათვლით.

გიორგი ლიპარტელიანი სკოლაში ნიჭიერი, მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლე იყო. მას მიღწეულ წარმატებას პედკოლექტივი ულოცავს. 

„გილოცავთ, გიორგი პირველ წარმატებას! ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას, გიორგი ლიპარტელიანს ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედკოლექტივი ულოცავს და უსურვებს მომავალ წარმატებებს ჩვენი ქვეყნისა და კუთხის საკეთილდღეოდ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203