თბილისის N16 სკოლაში მოსწავლეებმა შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზებზე კონფერენცია ჩაატარეს
09-11-2022
დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოს დაცვის ხელშეწყობა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.
სკოლის ეკოკლუბმა „ოჩოპინტრე - პატარა მოგზაურები“ კონფერენცია ჩაატარეს თემაზე - „შავი ზღვა, პრობლემები, გადაჭრის გზები“. კონფერენციაზე განხილვის ძირითადი თემა იყო შავი ზღვის ტერიტორიაზე არსებული ეკოლოგიური პრობლემები და მათი მოგვარების გზები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მე-5, მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ ეს კონფერენცია მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის პირველი გამოცდილებაა.
დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლის ეკოკლუბი მომავალშიც გეგმაქვს, მსგავსი ინტელექტუალური თუ სააზროვნო კონფერენციების გამართვას.