ნენიის საჯარო სკოლაში, ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
09-11-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, ხელოვნების მასწავლებლის დარეჯან დუმბაძის ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ზეიმი გაიმართა.
მასში 1-ელი- მე-6 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.