ლეღვას N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე გეგა ფუტკარაძე სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობს
09-11-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში ერთვებიან. 

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე მეოთხეკლასელი გეგა ფუტკარაძეა. მან საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაადასტურა და „ევერესტის“ პირველ ტურში მაქსიმალური ქულა დააგროვა. შედეგად კი ნახევარფინალში გადავიდა. 

სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და წინსვალას უსურვებენ.

„გეგა ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა, ყოველთვის მონაწილეობს „ევერესტისა“ და „კინგსის“ ოლიმპიადებში უმაღლეს ქულებს იღებს, ამჯერადაც, კიდევ ერთხელ გაგვახარა. ვულოცავთ და სამომავლოდაც წარმატებებს ვუსურვებთ, ჩვენს ნიჭიერსა და ბეჯით მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203