წყალტუბოს N1 სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომის მრავალფეროვნება შთამბეჭდავ ღონისძიებაზე წარმოადგინეს
09-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ იზა შავგულიძის ხელმძღვანელობით, შემოდგომის ზეიმი გამართეს. ისინი აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად ჩიარა, რაზეც დამსწრე საზოგადოების რეაქციაც მეტყველებდა. 

„ბარაქიანი, ფერადი, შემოდგომის ფერი, სუნი, გემო, ხალისი იგრძნობოდა კლასში. საშემოდგომოდ მორთულ საკლასო ოთახში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პირველკლასელები ცეკვასა და სიმღერაში, ლექსის თქმასა და დირექტორის სიყვარულში... კრეატიული დამრიგებელი არ უდებდა ტოლს მათ. მოტივირებული მშობლები, გაოცებული დირექტორი და პედაგოგები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ საინტერესო გაკვეთილის მიმართ. ასეთი მოსწავლეები, ასეთი მშობლები და პედაგოგები გვიმრავლოს ღმერთმა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203