ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალხო დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობდნენ
09-11-2022
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი სახალხო დღესასწაულის - ჭიათურობა 2022-ის აღნიშვნაში მონაწილეობდნენ.

ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი სპორტული და გასართობი აქტივობებით. ამ დღის გალამაზებაში მნიშვნელოვანი წვლილი სკოლის მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს მიუძღვით.

მათ ორიგინალური პერფორმანსი MasterChef განახორციელეს და ბურეგერები ადგილზე დაამზადეს. მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

„ყოველთვის პირველები - მე-2 საჯარო სკოლის ყველაზე ორიგინალური და ექსკლუზიური პერფომანსი MasterChef. პატარა  შეფმზარეულების მიერ ადგილზე მომზადებული საფირმო schoolburger-ები  საოცრად მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა. წვიმიან და ცივ დღეს ათბობდა ზემო იმერული სტუმართმასპინლობა და ბევრი, ბევრი ბავშვური ღიმილი.
მართლაც, რომ  გაალამაზეს, გააფერადეს და გაამხიარულეს ქალაქის დღესასწაული მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203