თბილისის N37 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
09-11-2022

თბილისის N37 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსში რთავენ. 

მათ შორის სკოლაში გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლაში ინტელექტუალურმა შეჯიბრმა დიდი გამოცოცხლება გამოიწვია. პაექრობაში სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ. აქედან გამომდინარე ინტელექტუალური თამაში სამ დღეზე გადანაწილდა.

შედეგად გამოიკვეთა ლიდერი გუნდები:  „ლომები“ -მე-4 კლასი; „არგო“ მე-6 კლასი; „შპივზდიკი“ მე-12 კლასი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მე-12 კლასის გუნდი  „ტვინების ბრძოლის“ მეორე (რაიონულ) ტურში საასპარეზოდ ემზადება.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203