„რა არის ფინანსური განათლება“- თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა
08-11-2022
თბილისის N12 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

VII და IX კლასის მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია თემაზე - „რა არის ფინანსური განათლება“ ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აქტივობამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

„მოგზაურობა ფულის სამყაროში“ მოსწავლეებისათვის საგადასახადო სისტემების დეპარტამენტის მიერ ჩატარდა პრეზენტაცია. საკითხისადმი დაინტერესება და ჩართულობა გამოწვეული იყო საქართველოში დაზოგვის მსოფლიო დღის აღსანიშვნიდან გამომდინარე. სკოლაში მოწვეული იქნა საგადასახადო სისტემების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ქალბატონი მარიამ მალაზონია. მადლობა ეროვნულ ბანკს და ,,ფინედუსს" მხარდაჭერისათვის, რომელმაც სკოლას საჩუქრად სამახსოვრო წიგნები და სერთიფიკატი გადასცა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203