„მშობლები და შვილები“- ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ტრენინგს დაესწრნენ
09-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა და აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი ტრენინგს - „მშობლები და შვილები“, დაესწრნენ. 

ტრენინგი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის ორგანიზებით, მოწვეულმა ფსიქოლოგმა რუსუდან გოგიავამ ჩაატარა. მოსწავლეები მის მინდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, სპიკერს ყურადღებით უსმენდნენ და შედეგად, საჭირო ინფორმაცია მიიღეს. 

ტრენინგმა ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203