სანავარდოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
08-11-2022
ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლაში, პირველკლასელებმა გვიან შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიების მნიშვნელოვანი დეკორაცია, საკლასო ოთახის შუაში განთავსებული მაგიდა იყო, რომელსაც მოსწავლეების გემოვნებით შერჩეული საშემოდგომო ხილის კალათები ამშვენებდა.
გარდა ამისა, კედელზე პლაკატის სახით, პირველკლასელებმა ფერადი ფურცლებისგან შექმნილი შემოდგომის ოქროსფერი ხე განათავსეს.
ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის პირვეკლასელთათვის ეს პირველი საშემოდგომო ღონისძიებაა, რომელმაც თავისი ხასიათისა და თემატიკის გამო, განსაკუთრებული ადგილი დაიკავა დაწყებითი კლასის მოსწავლეებში.