თბილისის N142 სკოლამ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
09-11-2022
თბილისის N142 საჯარო სკოლასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აკადემიური მომზადების ფარგლებში მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა, პრაქტიკული უნარ- ჩვევების გამომუშავება, მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისათვის თემატური ვოქშოფების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში ერთობლოვი მონაწილეობა.

„თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე პედაგოგიური საზოგადოებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის სახელით გულითად მადლობას ვუხდით სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქალბატონ, ინდირა ძაგანიას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203