ბოლნისის N1 სკოლის პირველკლასელებს სასკოლო პროგრამის ათვისებაში „პირველკლასელთა აკადემია“ დაეხმარება-სკოლაში დასაჩუქრების მასშტაბური ცერემონია ჩატარდა
08-11-2022

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებს პირველი კლასის პროგრამის ათვისებაში უნიკალური წიგნი-რვეული - „პირველკლასელთა აკადემია“ დაეხმარება. 

ბავშვებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, სახელმძღვანელო უსასყიდლოდ გადაეცათ. 

მასშტაბური ღონისძიება, სადაც ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების გარდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირველკლასელები და სკოლამდელი ასაკის 1000-მდე ბავშვი დასაჩუქრდა, ამავე სკოლაში გაიმართა და სიმბოლურად, სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 364 წლისთავს დაემთხვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და წიგნის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ბავშვებს წიგნი-რვეული საზეიმოდ გადასცეს და სწავლაში წარმატება უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“, რომლის ავტორი „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილია, უკვე მოიცვა მთელი საქართველო. ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული, როგორც პირველი კლასის პროგრამის ასათვისებლად ბრწყინვალე დამხმარე, ისე ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203